LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო: პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

59
Capture

პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით – 41-ნომრიანი პირბადით მივიდა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ხმა კახა კალაძესა და ქართულ ოცნებას მისცა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები