LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები არიან სისტემის მიერ შემოთავაზებულები. კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება: ლევან იოსელიანი

50
ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურები სისტემის მიერ არიან ​შემოთავაზებულები. მისივე თქმით, კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ლევან იოსელიანის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკური სპექტრის და ოპოზიციის ნდობა.

საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია

„მე პირადად მათ არ ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ორივე არის იმ სისტემის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში, ბოლო არჩევნების გამო, არ არის ნდობა. კონსენსუსის მიღწევა მათ კანდიდატურებზე იქნება ძალიან რთული, ოპოზიციას ვგულისხმობ, შეიძლება ისინი აკმაყოფილებენ პროფესიონალიზმის კრიტერიუმს, მაგრამ ისინი არ გამოხატავენ ყველა პოლიტიკური ჯგუფის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, მათ არ აქვთ მათი მხარდაჭერა, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება საზოგადოების და შემდეგ პოლიტიკური სპექტრის ფართო ნდობა, ანუ მათ შორის, ოპოზიციის ნდობაც. როცა იმავე სისტემიდან გვთავაზობენ კანდიდატურებს, ასეთი ნდობის მოპოვება ჩემი აზრით, მათ გაუჭირდებათ. როცა ცესკო- ს თანამშრომლებს გვთავაზობენ თავმჯდომარედ, მის მიმართ ფართო ნდობის მოპოვება შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური პარტიების ნდობა მათ ვერ ექნებათ, რადგან სისტემის მიერ შემოთავაზებულები არიან,”- განაცხადა იოსელიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები