თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს. საქმეზე ხელახალი დაკითხვები დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები განახლდა 23 წლის პროგრამისტის სახლშიც. ამის შესახებ “ფორტუნასთან” ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყო.
“პროკურატურაში ჩვენი შეხვედრების შედეგი არის ის, რომ გამოძიებას უკვე საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს და ჩავთვალოთ, რომ გამოძიება თავიდან დაიწყო. შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს თამარის სახლში. ხელახლა დაიკითხა თეონა თამაზაშვილი. თავიდან ეცნობიან კომპიუტერის და მობილურის მასალებს. ხუთშაბათიდან დაიწყება ინტენსიური შეხვედრები. უახლოეს პერიოდში საქმეში ჩაერთვება ფედერალური ბიურო. თუ არა პროკურატურის გამოძიებას, გეტყვით, რომ ნდობა არის შედეგზე ორიენტირებული. ვნახოთ რა შედეგს დადებენ. უახლოს დღეებში შეხვედრაზე გადაწყდება ევროპიდან მანქანის შესამოწმებელი აპარატურის ჩამოტანის საკითხიც. იგეგმება სპეციალისტიც ჩამოყვანაც. ამიტომ თვის ბოლოს უკვე კონკრეტული პასუხები გვექნება”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვაც მოხდება, რომლებიც, მისივე თქმით, გადაამოწმებენ ადგილზე განხორციელებულ მოქმედებებს. რამიშვილის განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ექსპერტიზაზე საზღვარგარეთ გააგზავნიან.
“აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები” – ბაჩალიაშვილის მშობლები პროკურატურაში მივიდნენ
მიხეილ რამიშვილი – “ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია”