ნათლობის შემდეგ მომღერალმა დათუნა მგელაძემ თავისი ვაჟი, ვატო საზოგადოებას წარუდგინა. უსაყვარლესი ბიჭუნას ფოტო, ასევე მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ერთობლივი ფოტო მომღერალმა “ფეისბუქზე” გამოამზეურა და უამრავი დადებითი კომენტარიც მიიღო.
“ჩემი ბედნიერება ვატო მგელაძე”, წერს ბედნიერი მამიკო სოციალურ ქსელში.
დათუნა მგელაძემ მეკვლეობა ვაჟს გადააბარა: „ვცდილობ, კარგი მამა ვიყო და ნინოს ყველანაირად დავეხმარო“