LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძემ მეკვლეობა ვაჟს გადააბარა: „ვცდილობ, კარგი მამა ვიყო და ნინოს ყველანაირად დავეხმარო“

727
დათუნა მგელაძე

დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე ახლახან მშობლები გახდნენ. ვატოს ერთად ზრდიან, დათუნა მეუღლეს ყველანაირად უდგას გვერდში და ეხმარება.

დათუნა, მცირე ხნის წინ პატარა ვატოს მამა გახდი და როგორია ეს გრძნობა, მოგვიყევი…

დათუნა მგელაძე: 

ვერაფერს შევადარებ, მართლა ოღონდ, ბანალურია და მესმის, რომ ყველა ამას ამბობს, მაგრამ გულწრფელი ვარ – სულ ვამბობ, სად ვიყავი აქამდე, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ალბათ…  მაბედნიერებს ძალიან… ახლახან ბავშვი ბათუმში დავტოვე ნინოს მშობლებთან და ახლა ერთი სული მაქვს, მოვრჩე საახალწლო საქმეებს და უკან დავრბუნდე.

როგორი მამა ხარ, ეხმარები ნინოს ბავშვის მოვლაში?

ვცდილობ, კარგი მამა ვიყო და ნინოს ყველანაირად დავეხმარო. ჩემთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო, როცა მძინავს, გაღვიძება და რაღაც საქმის გაკეთება, მაგრამ ახლა წარმოუდგენელი აღარაფერია. ამ ყველაფერს ერთად და კარგად ვაკეთებთ.

ჩამოყალიბდა უკვე მამა-შვილის ურთიერთობა, კავშირი?

რა თქმა უნდა, ხელში რომ ამყავს, წყნარდება, რაღაცებს ვგრძნობ უკვე. ყველა ამბობს, რომ ერთი წლის მერე გაასმაგებული და გაათასმაგებული იქნება ეს გრძნობა. ველოდები, როდის გაიზრდება ჩემი ბრუნცალა…

ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც შვილთან ერთად შეხვდები. როგორ შეაჯამებ 2022 წელს?

მიწევს გასვლა, შემოქმედი ადამიანისთვის ეს აუცილებელია, 31-ში კონცერტზე უნდა ვიყო. ის ფაქტი, რომ ახალ წელს სამნი ვხვდებით, ძალიან ბედნიერს მხდის.

საახალწლო ტრადიცია როგორია?

მეკვლე ვარ ჩემი ოჯახის ესაა ჩემი საახალწლო ტრადიცია. ყველა იმას ამბობს, რომ კარგ ფეხზე შევდივარ. მთელი ბავშვობა დავდიოდი მეკვლედ. ახლა ვეღარ ვახერხებ. ახლა მხოლოდ საკუთარი ოჯახის მეკვლე ვარ. წელს ვერ ვიქნები, რადგან ქუთაისში ვიქნები ახალ წელს, იმერეთის რეგიონში საახალწლოდ ბევრი კოცნერტი მაქვს. მეკვლეობა ჩემს ვატოს გადავაბარე (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები