LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრების სიყვარული, ვალენტინობას გილოცავ ჯილ“ – ჯო ბაიდენის ემოციური მილოცვა მეუღლეს

212
jojillbaiden2025

ჯილ ბაიდენმა ვალენტინობის დღე ამერიკის მოსახლეობას ორიგინალურად მიულოცა. მან საკუთარი ხელებით მოხატა უზარმაზარი გულები და თეთრი სახლის მიმდებარედ, ეზოში განალაგა. თითოეულ გულს ჰქონდა წარწერა, რომელიც ჯილის აზრით, 14 თებერვალს ყველაზე უკეთ აღწერს, ესაა ერთგულება, თანაგრძნობა, სიყვარული და ერთიანობა.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი ამბობს, ამით ჯილ ბაიდენმა მესიჯი მთელს ქვეყანს გაუგზავნა, რადგან ვალენტინობა მისი საყვარელი დღესასწაულია. თავის მხრივ ჯილ ბაიდენს ვალენტინობა მეუღლემ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მიულოცა. მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ჯილთან გადაღებული ფოტო გააზიარა წარწერით, ,,ჩემი ცხოვრების სიყვარული, ვალენტინობას გილოცავ ჯილ”.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Dr. Jill Biden (@drbiden)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები