LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ძმა არ გაუშვეს საზღვარზე… იმეტებენ ახალგაზრდა ბიჭს სასიკვდილოდ” (ფოტოები)

4069
ფბ პოსტი 322

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მისი ძმა, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა და ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, ქუთაისის აეროპორტიდან საზღვარზე არ გაუშვეს.

„საქართველო ხომ ყველანაირად ჩამორჩენილია, მაგრამ ბოლოჯერ დავრწმუნდი, რომ უგუნურები არიან, იმეტებენ ახალგაზრდა ბიჭს სასიკვდილოდ ცხოვრების და ოჯახის მოწყურებულს. რა ვუთხრა ამ ქვეყანას და ქართველ ხალხს, რა ხდება ხალხნოო. დღეს ჩემი ძმა ნიკოლოზი არ გაუშვეს საზღვარზე, როდესაც ყველანაირი დოკუმენტი წესრიგშია, თვითონაც კარგად გრძნობს თავს, აზრის გამოხატვის უნარიც აქვს. ერთი სხვას იმიზეზებს, მეორესთან გაგგზავნის, მეორე სხვას იტყვის და პირველთან. აი ასე მოგვაბრუნეს უკან. აქ უნდა მოკლან ეს ბიჭიიი? რა ხერხს მივმართო რა ჯანდაბას!!!!! სიცოცხლე სწყურია და დედას და ბავშვებს რატომ ართმევთ ბიჭს!!! ნუთუ ადამიანები არ ხართ და არ გეცოდებათ? ” – წერს Tamu Gaba სოციალურ ქსელში.

პოსტის ავტორი კომენტარებში წერს, რომ: “მიზეზი ვერ მონახეს რა ეთქვათ არ იცოდნენ, ჯერ არ წერია რომ ტრანსპორტირებადიაო. გადავრეკეთ ყველგან და საბუთი რომც გქონდეთ მაინც არ გიშვებთო. თვითმფრინავს არ გააჩნია, მედ.პუნქტი, ცუდად რომ გაგვიხდეს გზაში სასუნთქი აპარატი არააო. თვითონაც განიცდიდა და ტიროდა, ეს რა ხალხია რა საქართველოში ვცხოვრობთ ხალხნო რა გვეშველება,” -აღნიშნავს პოსტის ავტორი.

ნიკოლოზი 30 წლისაა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ორი წელიწადია იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. საქართველოში მისი გამოჯანმრთელების ან თუნდაც ეტლზე წამოჯდომის ყველანაირი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და მას უცხოეთში მკურნალობა სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები