LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს: ანიტა რაჭველიშვილი

224
26 (1)

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, “შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის”, ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი Facebook-ზე ეხმიანება. მისი განცხადებით, “მისი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს”.

“ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე…..”, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები