LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს“ – ნუზგარ უბერი

9763
ubernewsnew

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ვრცლად ისაუბრა ზაფხულის სეზონის ყველაზე აქტუალურ პრობლემზე. მათ შორის გვიპასუხა კითხვაზე, უნდა მივცეთ თუ არა პატარას ამ სეზონის ყველაზე გემრიელი და მოთხოვნადი ხილი, მარწყვი. „ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. მასში პესტიციდების შემცველობა 40%-ს შეადგენს, ჩემი მორიდებული რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს. ზოგჯერ, თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მარწყვი ზოგიერთ მავნე თვისებას. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი, გარგარი – ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ა.შ. თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ სჯობს, ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს ბავშვმა. შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას.“

გადაცემა ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები