ნატო გელაშვილი ბებია გახდა, – მომღერალმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
,,ყველას, ვისაც გიყვართ და არ გიყვართ ნატო, ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ნატოს, მინდა ვუთხრა და ყველაზე მაღალი ნოტი ავიღო ამ ჩახლეჩილი ხმით და მივაწვდინო ცისკიდეს ხმა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება…
დღეს ოჯახის წევრთა მატებაა, ჩემი ოჯახის გარშემოწირულობის ორბიტა გაიზარდა უსასრულობამდე… მადლობა ამისათვის უფალს, ჩემს ანეტა ნიკურაძეს, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ერთად ღირსეულად გალეწეთ და გავლეწავთ ჩემი ცხოვრების გავლილ და გასავლელ “კალო“-ს. წინ უფრო მეტია გასავლელი გზა, ვიდრე ოდესმე ყოფილა… მიყვარხართ, ბედნიერება გქვია შენ, ჩემო პატარა ანგელოზო”, – წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.
„ბებია ვხვდები“ – ნატო გელაშვილი შვილიშვილის დაბადებას კლინიკასთან ელის
ვიდეო: „მოხვალ შენ სახლში… ან მოვალ და ან არა“ – ნატო გელაშვილის გადალაპარაკება შვილთან სცენაზე
ვიდეო: „აპრილს მოაქვს სევდა ლურჯი“ – ნატო გელაშვილმა შვილებთან ერთად უტკბილესად იმღერა