LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს ქმარს უთქვამს, ცხინვალში ხომ ბეტეერით შემოვედით, აფხაზეთში კი აუცილებლად ფეხით შევალო”- მოგონებები აგვისტოს ომზე

467
BeFunky-collage (7)

თეიმურაზ ჭიტაძე, ზვიად დათუაშვილი, გიორგი ღვინჯილია, ზვიად ბარბაქაძე, ბადრი ბერანძე –  ეს იმ გმირების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლნენ.

დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღიდან 12 წელი გავიდა.

აგვისტოს ომში მთლიანობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაიჭრა 1 747 ადამიანი.

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი – კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ათეულობით სოფელი დავკარგეთ. 150 000 ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და 30 ათასი ადამიანი დღემდე დევნილობაში რჩება.

მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის მონტაჟი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ რუსულმა მხარემ სწორედ ამ ომის შემდეგ დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

2011 წელს, შემოდგომაზე პირველი, 1 კმ-მდე მავთულხლართი გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში გაევლო. მას შემდეგ რუსეთი მუდმივად უხეშად ხელყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტს.

რომელი სოფლებიდან მოცოცავს ოკუპაცია: არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში მაინც გაღიზიანებული ოკუპანტები

თადარიგის ოფიცერი ნატო მაჭავარიანი, მაშინ გაერთიანებულო შტაბის კავშირგაბმულობის შტატში სატელეფონო კავშირების ადმინისტრატორი იყო და ომის მიმდინარეობისას ყველა ინფორმაციას პირველი იგებდა.

როგორც ყველა ქართველისთვის, მისთვისაც, ამ დღეების გახსნება რთულია.

 

“2008 წლის 7 აგვისტოს გამომიძახეს სამსახურში, დავიწყეთ მობილიზაცია, კავშირების აღდგენა-გასწორება თუ კი რაიმე ხარვეზი იყო. რვაში დილას უკვე გამზადებული მანქანებით წავიდნენ თანამშრომლები გორში. რამდენიმე დღე ყაზარმულ რეჟიმში ვიმუშავეთ. მე თავდაცვის სამინისტროში ვიყავი, არ გავდიოდი საერთოდ.

კომუნიკატორის საშუალებით ყველანაირ ინფორმაციას ვიღებდით – როგორ ბომბავდნენ ქალაქებს, როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი, როგორ იკრიბებოდნენ ვაზიანში. თითოეული ასეთი ინფორმაციის მიღებისას უფრო და უფრო მეტად გვიპყრობდა გაურკვევლობის შეგრძენა. ცხრაში გორის დაბომბვა დაიწყო…”

 

 

როგორც ნატო მაჭავარიანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ყველაზე მძიმე 9 აგვისტო იყო, როდესაც რუსულმა ალებმა გორის დაბომბვა დაიწყეს.

“თავიდან დაუცველობის განცდა თითქოს არ გვქონდა, იმედიანად ვიყავით განწყობილი. არ გვქონდა განცდა, რომ ამდენი ცუდი მოხდებოდა. აი, უკვე ჭორის დონეზე, რომ გავრცელდა რუსები შემოდიანო, მაშინ მოგვიცვა პანიკამ, გაურკვევლობამ. ძალიან მძიმე დღე იყო.

დაიწო პანიკა. ვღელავდი მეც. ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩვენი ხვალინდელი დღე, როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება, ბოლომდე არ ვიცოდით რა ხდებოდა. კულმინაცია კი მაშინ იყო, როდესაც გავიგეთ, რომ რუსული ტანკები შემოვიდნენ. აი, მაშინ ვიგრძენი შიში იმისა, რომ ჩვენც და ყველა ქართველი დაუცველი იყო რუსული აგრესიისგან.

ვფიქრობ, ჩვენი მხარე არ იყო მტყუანი არაფერში. არ შეიძლებოდა რომ ქართველს ომი დაეწყო, ამას ვერ დავიჯერებ. ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, ამდენი სიცოცხლე შეეწირა რუსეთის აგრესიას, პატარა ბიჭების, რომლებმაც რომლებმაც არც იცოდნენ რა იყო ომი და იარაღი.ეს უმძიმესი პეიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და სულ დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეებად ჩვენს ისტორიაში”,- ჰყვება თადარიგის ოფიცერი.

გახარია: არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენი პოლიტიკა მიგვიყვანს სრულ დეოკუპაციამდე

"12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ"

 

ლინდა გეგეშიძისთვის 2008 წლის 8 აგვისტო არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ პირად ტრაგედიასთანაც ასოცირდება. მისი 22 წლის მეუღლე, ბადრი ბერნაძე სწორედ ამ დღეს, მისსავე დაბადების დღეს, საჰაერო დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.

ლინდამ 7 თვე მის ძებნაში გაატარა, თუმცა ბოლოს მეუღლის დასაფლავებასაც ვერ დაესწრო. ახლა ბიჭს ზრდის და მიაჩნია, რომ ისიც მამასვით ვაჟკაცი და ქვეყნისთვის თავდადებული გაიზრდება.

ლინდა გეგეშიძე მისი ცხოვრების უმძიმეს მოგონებებს “ფორტუნასთან” იხსენებს:

 

“4 აგვისტოს, ორი დღით იყო სახლში ჩამოსული. შაბათ-კვირა დაემთხვა. ექვსში დაურეკეს, საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. წაიყვანეს ცხინვალში, პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. ძალიან არ უნდოდა წასვლა, რადგან მის ძმას ჰქონდა დაბადების დღე.

8 აგვისტოს მამამისი ღამის 12 საათამდე ელაპარაკა. შემდეგ კავშირი შეწყდა, ვერც ცხრაში ვეღარ დავუკავშირდით. 10 აგვისტოს უკვე მე, ჩემი მამამათილი, მაზლი და მეზობელი გორში წავედით მის მოსაძებნად წავედით. პირველ ბრიგადაში მივედით, სადაც ჩემი მეუღლე მსახურობდა, იქ გვითხრეს, რომ ბატალიონი ტყეში იყო განლაგებული. ადგილზე რომ მივედით მეთაურმა გვითხრა, რომ ბადრი დაიღუპა.

მერე აზრი შეიცვალა. თქვა, რომ გადმოსვენებული არ იყო ცხედარი. რომ არ გადმოასვენეს გვითხრა, ტყვედ არის ჩავარდნილიო. ათასნაირი ჭორი იყო, ჩვენ კი 7 თვის განმავლობაში ვეძებდით.

დაღუპულების გადმოსვენება უცებ ვერ მოხერხდა. 24 აგვისტოს გადმოასვენეს. მაშინ ჩემს მამათილს ავარია მოუვიდა. ვერ ჩავედით. დაასაფლავეს მუხათგვერდის სასაფლაოზე. ჩვენ ვერ დავესწარით, საავადყოფოში ვიყავით და შემდეგ ველოდებოდით დეენემის ანალიზს.

8 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე, საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა, იმ დღეს 22 წელი შეუსრულდა”- გვიყვება დაღუპული ბადრი ბერანძის მეუღლე.

როგორ ლინდა გეგეშიძე გვიყვება, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ასეთი რთული ვითარებისა, მის მეუღლეს შიშის განცდა არ ჰქონია.

“ვიცი ფორმა ეცვა, ომში ჯარისკაცი რომ ხარ ან შენ შეეწირები ან სხვა დაიღუპება. ვიცი ეს, მაგრამ არასდროს, არც ერთი წამით მიფიქრია, რომ ჩემს ქმარს რაიმე შეემთხვეოდა. თვითონაც არ ჰქონდა შიშის განცდა, დაჭრილები გამოჰყავდა. მეექვსედ რომ მივიდა დაბომბვაში მოჰყვა .

ვამაყობ, რომ მისი მეუღლე ვარ. ისტორიას ქმნიან გმირები და ქვეყანა ამ გმირებზე დგას. მე ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემი შვილის ხათრით. ერთი ბიჭი მყავს და მჯერა, რომ ისიც ვაჟკაცი გაიზრდება. ბადრი კარგი მამა და მეგობარი იყო. არაჩვეულებრივი ადამიანი, უამრავი კარგი თვისებით. არ მიყვარს ეს თარიღი, დღემდე ტკივილს მანიჭებს.

ჩვენ აფხაზეთიდან ვართ დევნილები. ეს ყველაფერი რომ დამთავრდა ბადრის თანამებრძოლეებმა და მეგობრმა გაიხსნეს, ცხინვალში ბეტეერით რომ შევიდნენ ჩემს ქმარს უთქვამს: ცხინვალში ხომ ბეტეერით შემოვედით, აფხაზეთში კი აუცილებლად ფეხით შევალო”- იხსენებს ლინდა გეგეშიძე.

2008 წლის აგვტისტოს მძიმე დღეები რუსეთი მიერ გაჩაღებული 24 წლიანი ომის ერთ-ერთი ეპიზოდია. ომიდან 12 წლის თავზე, ოკუპანტი სახელმწიფო კვლავ უარს ამბობს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.

“ეს ადგილიც დაკარგულია, გვეშინია, ვერ გამოვდივართ” – როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო]

 

 

პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს დღეს წერილებით ეხმაურებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე არ მისულან.

“დღეს საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს” – დავით ზალკალიანი

ქვეყნის მთავარსარდალი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ჩვენი მიზანი შერიგება და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვაა.

ზურაბიშვილი: “რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეგვიცვალა გეზი, არ შეჩერდა წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”

mazda magti 5g