LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი2

ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი, – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისკენ ჩემს თავს მოვუწოდე, ოპოზიციას კი არა. ინაუგურაციის მერე იწყება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალ ფურცელი, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების და მე ამისთვის მზად ვარ. ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით. კოჰაბიტია არ არსებობს, ეს აღარ არის კოჰაბიტაცია. პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში. შევა თავის სასახლეში და დაიწყებს მუშაობას პირველ რიგში საზოგადოებასთან. უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები