LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს – შემთხვევები რეკორდულად იკლებს

17730
ჩინეთი კორონა

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იკლებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4 და გარდაცვალების 1 ფაქტი დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსი 14 000-ზე მეტ ადამიანს აქვს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 62 000-საჭარბებს.

კორონავირუსის შემთხვევები მატულობს ირანში, სადაც გარდაცვლილია 429 ადამიანი. ფატალური შემთხვევების რაოდენობა 86-ს აღწევს ესპანეთში, საფრანგეთში კი 61 პირია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ბულგარეთი. COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ალასკაზე. გარდაცვალების პირველი ფაქტები კი ნორვეგიასა და ინდოეთში დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს თურქეთში, საფრანგეთსა და ისრაელში. საბერძნეთში კი თეატრები, სავარჯიშო დარბაზები, ღამის კლუბები და სხვა დაწესებულებები დაიხურა.

ვითარება დამძიმდა იტალიაში – ქვეყანაში დღეის მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

საქართველოს საზღვარზე კი საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა .

საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან ჩამოსული საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლის. ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას ჩატარებული აქვს კვლევა, ან ისინიც გაივლიან 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები