LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

1222
BeFunky-collage (3)

ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა დასრულდა. უწყებაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან. მისივე თქმით, აეროპორტში ექიმები იმყოფებიან და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები.

მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში,”-  აცხადებს თამარ გაბუნია.

კითხვაზე როდემდე გაგრძელდება შემოწმება, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს გაგრძელდება, ვიდრე მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რისკის მატარებელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს სხვაგვარ რეკომენდაციებს ან იტყვის, რომ შეწყდეს შემოწმება.

მსოფლიოს აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოფრენილ რეისებს თერმომეტრებით ხვდებიან, ერთადერთი გამონაკლისი თბილისის აეროპორტია -ნათელაშვილი

"ეტყობა ვირუსთა ისეთი სიმბიოზი უნდა გადმოგვდოს,რომ ვინც ვერ გავასწარით ქვეყნიდან ადგილზე გადავშენდეთ"

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით კომისია შეიქმნა.

“რაც შეეხება მოგზაურებისთვის რჩევას, რეკომენდაცია მაღალი რისკის რეგიონებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, მგზავრების აქტიური სკრინინგი, ვიდრე მოხდება მათი გამოშვება სხვა ქვეყანაში. რაც შეეხება მიმღებ ქვეყნებში მგზავრების სკრინინგს, ზოგადი რეკომენდაციაა, პირველ რიგში ყველა მოგზაურის სიმპტომების შესახებ საინფორმაციო უზრუნველყოფა, ასევე იმის შესახებ, თუ სად უნდა მიიღონ მათ სამედიცინო დახმარება, თუკი ქვეყანაში შესვლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ აქვთ ის სიმპტომები, რომელიც ამ დაავადებას ახლავს თან.

ეს გახლავთ რესპირატორული სიმპტომები, ხველა, სურდო, შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მიდევნების მექანიზმი, რომელიც პირველი დღიდან ქვეყანაში გააქტიურებული იყო და რა თქმა უნდა, დღესაც მოქმედებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი

"უამრავი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ვრცელდება არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი"

 

„როიტერის“ ცნობით, ჰონგ-კონგში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,  სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება. ცნობისთვის, ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში.

კორონავირუსი ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, ჩინეთში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კარანტინი ჩინეთის 18 ქალაქშია გამოცხადებული.  კორონავირუსის დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1300 ადამიანი მკურნალობს.

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს

 

magti 5g