LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, ჩინეთში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

310
download (1)

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს „როიტერი“ ცნობით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ავსტრალიაში ჩინეთის ქალაქ გუანჯოუდან 19 იანვარს ჩავიდა. პარალელურად, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მედიკოსები ახალ ვირუსზე კიდევ ოთხ ადამიანს ამოწმებენ, თუმცა ჯერჯერობით, კორონავირუსით მათი დაინფიცირება არ დასტურდება.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა. ჯამში ვირუსით გარდაცვლილია 41 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 1300-ს აღწევს. ეპიცენტრი კვლავ ჰუბეის რეგიონია, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კარანტინი პროვინციის 13 ქალაქში გამოცხადდა.

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი

"უამრავი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ვრცელდება არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი"

საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია ამბობს, რომ დიპლომატიური უწყება მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის მითითებები და რეკომენდაციები, რომელიც ჩნეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა.

კორონავირუსის წყარო შესაძლოა გველები იყვნენ – რას ამბობენ მეცნიერები

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები