LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭკვიანი კამერები“ უცხოურ ნომრებს აღიქვამს, თუმცა ჯარიმა უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს სირთულეს ქმნის – შს მინისტრის მოადგილე

61
Untitled design (1)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობს აღსრულების პრობლემაზე, რომელიც ავტომობილების უცხოური ნომრების გამო, დაჯარიმების დროს იქმნება.

როგორც ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, კამერები უცხოურ სანომრე ნიშნებს აფიქსირებენ, თუმცა, საჭიროა აღსრულების მექანიზმების დახვეწა, რაზეც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ:

„ჭკვიანი კამერები“ ამ ნომრებს აღიქვამს და დაფიქსირება, დაჯარიმება ხდება, თუმცა, არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რადგან როცა პირის დაჯარიმება ვიდეო ჯარიმით ხდება, მოგეხსენებათ, ჯარიმა უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს სირთულეს ქმნის და ვმუშაობთ, რომ საკითხი დარეგულირდეს და მოხდეს ეფექტიანი აღსრულება,”- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები