LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც გამოიკვეთება ვინმეს დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ – ალექსანდრე დარახველიძე წყნეთში 15 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე

164
ფორტუნა - 2023-07-12T120728.085

საგამოძიებო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების მხრიდან დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ნამდვილად მძიმეა ჩვენთვისაც. მე ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული დანაყოფი აქტიურად მუშაობს და იძიებს თითოეული იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, თუ ვინმეს გადაცდომამ ან დაუდევრობამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ჩვენ იმ წუთიდანვე დავიწყეთ გამოძიება.

„სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნები დათუნა, იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს და ერთად გავიმარჯვებთ“ – წყნეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს თანაგუნდელები ემოციურ პოსტს უძღვნიან

საკალათბურთო კლუბი „ქარი • B.C. Qari“, რომელშიც წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტი თამაშობდა, მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება.

რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება ახლა კონკრეტული პირების ბრალეულობაზე ვისაუბრო, როდესაც ეს მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცესი,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად, 15 წლის მოზარდი, დათუნა ჟღენტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი სტუმრად იმყოფებოდა.

უბედური შემთხვევა სკვერში მოზარდების თამაშის დროს მოხდა.

„ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა“ – რა განცხადებას ავრცელებს ვაკის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რას ჰყვებიან წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველები: „15 წლის ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს“

„ვერც ვიფიქრებდი რომ ეს უკანასკნელი „მადლობა მას“ იქნებოდა.. ახლა მე გიხდი მადლობას“ – წყნეთში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს მასწავლებელი ემოციურ პოსტს უძღვნის