LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა და ბოდიშს ვიხდით“ – Black Sea Arena – ზე კონცერტის შემდეგ The Killers-ი განცხადებას ავრცელებს

541
bleqsi arena

Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტის დროს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და მსმენელებს ბოდიშს უხდის.

“კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ თითქოს არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანისადმი.

გვესმის, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი “ძმები და დები” არიან, შესაძლოა, არასწორად ინტერპრეტირდეს. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”. – წერს ჯგუფი The Killers.

Good people of Georgia, it was never our intention to offend anyone! We have a longstanding tradition of inviting people…

Posted by The Killers on Tuesday, August 15, 2023

კონცერტის  Black Sea Arena-მ სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena- ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით.
რუსეთი ოკუპანტია“. – ვკითხულობთ Black Sea Arena-ს ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ…

Posted by Black Sea Arena on Tuesday, August 15, 2023

 

ცნობისთვის, Black Sea Arena-ზე მიმდინარე The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო მსმენელის ნაწილმა დატოვა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, ტრადიციულად, იკითხა იყვნენ თუ არა დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის ისეთები, ვინც დრამზე დაკვრა იცოდნენ.

შერჩეული დრამერი ფლაუერსმა სცენაზე აიყვანა და ეროვნების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი აუდიტორიას ჰკითხა მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა.

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. სიმღერის დასრულებას კი მსმენელთა ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

ამის შემდეგ, The Killers-ის ფრონტმენმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან.

ფლაუერსის მიმართვას აუდიტორიის მხრიდან კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მსმენელთა დიდმა ნაწილმა კი დარბაზი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები