LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ, მყარად ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები” – მამუკა მდინარაძე

131
მამუკა მდინარაძე

ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ, მყარად ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვინ ლაპარაკობს, ამას კი არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ პირველ რიგში, თუ თავმოყვარეობა გვაქვს ამ ქვეყანაში ადამიანებს და ქართული საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე თავმოყვარე საზოგადოება და ყველაზე თავმოყვარე ერი, იმას კი არ ვუყურებთ აქედან გამომდინარე ვინ ამბობს, ჯერ ვისმენთ რას ამბობს და ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი გახმოვანებული ინფორმაცია შეიცავს სიცრუეს, ჩვენ ამას ვამბობთ მიუხედავად იმისა ვისგან ხმოვანდება ეს ამბავი ამგვარად ცრუ სახით. ეს უნდა დაიმახსოვროს ყველა ადამიანმა, რომელიც ზუსტად ამის წინააღმდეგ ილაშქრებს.

ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ. ჩვენ მყარად ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები, ისე გავხდებით ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ეროვნულ თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე ამ ყველაფერს არ გავაკეთებთ”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g