„ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ საქართველო ისე, როგორც ეს მოხდა როდიონოვის თავდასხმის დროს, 9 აპრილს“,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს შეეგუოს „გავრილოვის განაჩენს“.
ვინ შეიკავა თავი და ვინ არ მისცა ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას დააკმაყოფილებს, ამას აუცილებლად გააპროტესტებენ და არ გამორიცხავენ ფიზიკურ დაპირისპირებასაც.
“თუ ამას დასჭირდება ფიზიკური დაპირისსპირება, ჩვენ ამ დაპირისპირებას ჩვენ ოჯახებზე და ჩვენ თავზე გადავიტანთ. როგორც მაშინ ნაჯახებით და ტანკებით რომ გადაგვიარეს, თუ ამჯერადაც ასე აპირებენ, კი ბატონო ჩვენ აქ ვართ და მზად ვართ, მაგრამ იმედია ეს არ მოხდება. იმედია გონიერებას გამოიჩენენ, რომ არ უნდა აღასრულონ უკანონო ბრძანებები. სამართალს არსად ეჩქარება, სამართალი აღსრულდება. თუ ფიზიკური დაცვა გახდება საჭირო, მე და ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ქართველი ხალხი ამ უკანონო აღსრულებას წინ აღვუდგებით“,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
ნიკა მელია ამბობს, რომ რომ არ აპირებს შეეგუოს “გავრილოვის განაჩენს”.