LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ინიციატივაა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას: ხაზარაძე

66
Untitled design (5)

პარტია “ლელო” ინიციატივით გამოდის – 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიდგომას არ ეთანხმებიან.

ხაზარაძის თქმით, მზადდება ალერნატიული კანონპროექტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში წარადგენენ:

“მზადდება ალერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ იმიტომ, რომ არანაირად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების” მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით. ამავე დროს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რადგან ვიდრე შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა, ვინ იჯალათა, ამას დადგენა სჭირდება.

პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, პუნქტი “ქართული ოცნების” მიერ სხვანაირად იქნა გადათარგმნილი. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ისინი აპირებენ დიდ ამნისტიას, რომელშიც მოექცევა ძალიან ფართო სპექტრი. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში იმიტომ, რომ აქამდე არსებობდა 3 პოლიციელი და 16 მანიფესტანტი, რომელზეც იყო საუბარი, შესაბამისად „ლელო” შემოვა წინადადებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, თუ ვისზე არის საქმე აღძრული.

ეს ინფორმაცია არის უცნობი, რადგან “ქართული ოცნება” და პროკურატურა ამ ინფორმაციას მალავს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივაში, რომ შეიქმნას საპარლამენტი კომისია და დადგინდეს ყველა ის პირი, ვისზეც არის საუბარი, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ გასცა ბრძანება, ვინ შეასრულა, ვინ გადაამეტა და ა.შ.” – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

magti 5g