LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი კლინიკის მოთხოვნის მიხედვით ვგრძნობ, რომ დაავადებულთა რიცხვი მატულობს: დავით გადელია

177
gadelia

“ჩვენი კლინიკის მოთხოვნის მიხედვით ვგრძნობ, რომ დაავადებულთა რიცხვი მატულობს”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ის საზოგადოებას მოუწოდებს არ მოადუნონ ყურადღება და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავი შეიკავონ.

“შეიძლება ვიღაც ვიგინდარებმა გამლანძღონ, ან ის საყვარელი და დიდი ხნის მეგობრები გამინაწყენდნენ, ჩემზე უკეთ რომ იციან ეპიდემიოლოგია, მაგრამ ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი და ამიტომ გავაფრთხილო თანამემამულენი:

– არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს მოადუნოთ ყურადღება- გადაყაროთ პირბადეები, ან დასასვენებლად წახვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში.

გირჩევთ მუდმივად გეკეთოთ პირბადე, თუ მარტო არ ხართ. მათ შორის ქუჩაში. მოერიდეთ პანაშვიდებს და მით უფრო ადგილებს, სადაც ბევრი ადამიანი ერთად იკვებება.

ჩვენი კლინიკის მოთხოვნის მიხედვით ვგრძნობ, რომ დაავადებულთა რიცხვი მატულობს”,- წერს დავით გადელია ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები