LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პრემიერი და მსოფლიოს კიდევ 9 სიმპატიური და ქარიზმატული ლიდერი, რომლებიც კინოვარსკვლავებივით გამოიყურებიან

1158
pjimage

მსოფლიოში ქვეყნის ლიდერებს მათი დამსახურებისა და სამშობლოს სიყვარულის გამო ირჩევენ. არჩევნების დროს გარეგნობას ყურადღება არ ექცევა. თუმცა, მაინც შეიძლება იმ ქვეყნების გამორჩევა, რომელსაც სიმპატიური ადამიანები მართავენ.

გადავწყვიტეთ, მსოფლიოს ყველაზე სიმპატიური და ქარიზმატული პრემიერები წარმოგვედგინა.

 

1. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ათეისტია. 2018 წელს ინაუგურაციის დაწყებამდე დარბაზიდან ყველა ჯვრის გატანა მოითხოვა. ბიბლიაზე არ დაიფიცა, თუმცა ესპანელ ხალხს ახალ ეპოქას დაპირდა. 48 წლის პრემიერის ვადა წელს იწურება.

 

2.  ჯასტინ ტრიუდო – კანადის პრემიერ-მინისტრი

მთავრობის 45 წლის მეთაური კინოვარსკვლავივით გამოიყურება. ის ყველაზე სიმპათიური მამაკაც ლიდერებში ხშირად იკავებს პირველ ადგილს.

კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ...

 

3. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მოვალეობას 2010 წლიდან ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ის ჯერ დაოჯახებული არ არის.

 

4. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის სიმპატიურობაზე არც დაობენ. ქვეყანაში ბევრი ეკონომიკური პრობლემაა, მაგრამ ყველა ერთხმად თანხმება, რომ სიმპატიური პრემიერი ჰყავთ. ქრიზმატულობის გამო ის ბევრს უყვარს.

ალექსის ციპრასი დეფოლტის თავიდან ...

 

5. 33 წლის ავსტრიის პრემიერი სებასტიან კურცი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. მართალია 2017 წელს პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა, გავრცელდა იბიცაზე გადაღებული ვიდეო, სადაც ის, როგორც ამბობდნენ, რუსი ოლიგარქის ძმისშვილთან ერთად იყო, მაგრამ მას მოსახლეობა მეორედაც ენდო. ვინ იცის, იქნებ მისმა გარეგნობამაც ითამაშა ამაში გადამწყვეტი როლი.

სებასტიან კურცი

 

6. ფრანგები ხშირად ირჩევენ სიმპატიურ პრემიერებს. გამონახლისი არც ედუარდ ფილიპია. 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ...

 

7. მართალია, ჩვენ სიმპატიურ პრემიერ მამაკაცებზე გიყვებით, მაგრამ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ავსტრალიის ქალ პრემიერ-მინისტრს. ჯულია გილარდი ჩვეულებრივი, უფერული პოლიტიკოსი კი არა, ქარიზმატული, ემოციური და ცოტა არ იყოს, დაბნეული ქალბატონია. მხოლოდ ის შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ უხერხულ სიტუაციაში, როგორიც ოფიციალური ვიზიტის დროს დაცემა ან კონკიასავით ფეხსაცმლის დაკარგვაა. ასეთი დაბნეულობის გამო მან ბევრის გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ...

 

8. როდესაც სიმპატიურ და საყვარელ ქალ პრემიერებზე ვსაუბრობთ, ასევე არ შეიძლება არ ვახსენოთ ფინეთის პრემიერი 34 წლის სანა მარინი. სანა მარინი ქვეყნის პრემიერი გასული წლის დეკემბერში გახდა.

ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ...

 

9. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯოზეპე კონტი ქვეყნის პრემიერი 2018 წლიდანაა. ემოციურ იტალიელი ბევრის აზრით სიმპატიურია და სანდომიან პოლიტიკოსთა რიცხვში დაუფიქრებლად ასახელებენ.

Who is Italy′s candidate for prime minister, Giuseppe Conte ...

 

10. რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი გახარიასადმი აღფრთოვანება 20-21 ივნისის მოვლენებმა შეასუსტა. მაგრამ მის სიმპატიურობაზე ბევრი დღესაც კამათის გარეშე თანხმდება.

გიორგი გახარია: სოციალურად დაუცველი ...

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g