LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ ოს ხალხს მიმართა

117
79110491-2599280986966695-4160352992194723840-n

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისთან შეკრებილ ექიმის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ყოველი სიტყვა და ფრაზა, რასაც ვაჟა ექიმის გულშემატკივრები ამბობენ დასაფიქრებელია, რადგან შესაძლოა ეს სიტყვები ვაჟა გაფრინდაშვილის საზიანოდ მოტრიალდეს.

მან მადლობა გადაუხადა აქციაში მონაწილე ყველა ადამიანს და სთხოვა, რომ ფრთხილი განცხადებები გააკეთონ იქამდე, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდება.

საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

„მეგობრებო, გულშემატკივრებს და უბრალოდ იმ ადამიანებს მინდა, მოგმართოთ, ვინც იზიარებთ ვაჟას გამონათქვამებს, ვაჟას პრინციპებს, უღრმესი მადლობა ყველას, რომ გვერდში დაგვიდექით, გაიზიარეთ ჩვენი ეს პრობლემა, ჩვენ ასე ვთვლით, თორემ მემგონი, ვაჟა იქ არ თვლის ამას პრობლემად. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ ამ შორ მანძილზე წამოგვყევით. მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ, ჩვენს ოჯახს, მეგობრებს და პირველ რიგში ვაჟას, ძალიან აძლიერებს. დარწმუნებული ვარ, ის ალბათ გრძნობს ჩვენს ენერგეტიკას. ყველაზე ახლოს ვართ ჩვენ ახლა მის, ასე ვთქვათ, საპატიმრო დაწესებულებასთან. პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ აქედან გავაგონებთ ჩვენს ამ გულისტკივილს და დარწმუმებული ვარ, რომ ის მხნედ იქნება. ჩვენთვიას ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე დაგვიბრუნდეს და იყოს ჯანმრთელად, ჯანსაღად“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ სოფელ ოძისიდან ოს ხალხს მიმართა.

„ყველაზე უმნიშვნელოვანესი, მინდა, მივმართო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს. საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, ის გაუგებრობები  და პრობლემები, რაც გვქონდა ჩვენს უერთიერთობაში, ისევ მოგვარდება ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. მინდა, მივმართო, რომ ვაჟა რასაც ემსახურება, ეს არის პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ დახმარება და იციან, როგორი დახმარება, გვერდში დგომა იცის მან, მითუმეტეს პაციენტებზე ზრუნვა. ამიტომ, სრულიად წარმოუდგენლია, რომ ის ამ თავისი საქციელის გამო, ზის გამოკეტილი და ვიცით ჩვენ, რა საშინელ პირობებში. შეიძლება, პირობები ნორმალური აქვს, მაგრამ ის, რომ იმყოფება თავის სამშობლოში და ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს“ ,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები