LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახდა და ჩვენი ყველა გაფრთხილება ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა: ჯონსონი

91
1

უკრაინის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სპეციალური სატელევიზიო მიმართვითაც გამოეხმაურა.

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მეგობარ ქვეყანას პროვოკაციებისა და საბაბის გარეშე დაესხა თავს.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, დასავლეთის ყველაზე საშინელი შიშები ახლა ახდა და მოკავშირეების ყველა გაფრთხილება ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა. 

მან პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მასობრივი და მასშტაბური იქნება:

“ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახლა ახდა და ყველა ჩვენი გაფრთხილება ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ომი წამოიწყო ჩვენს ევროპულ კონტინენტზე. ის თავს დაესხა მეგობარ ქვეყანას ყოველგვარი პროვოკაციისა და ყოველგვარი სარწმუნო საბაბის გარეშე.

ფართომასშტაბიანი შეჭრა ხდება სახმელეთო, საჰაერო და საზღაო გზით. უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის მიმართ დაწესდება მასშტაბური ეკონომიკური სანქციები, რომელიც დროულად არის შემუშავებული, რუსეთის ეკონომიკის შეფერხებისთვის”, – განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ წამოწყებული შეტევა აღმოსავლეთ ევროპაში და მსოფლიოს მასშტაბით:

“თუ მომავალი თვეები არის შავ-ბნელი, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში კვლავ სინათლე დაისადგურებს. არ ვფიქრობ, რომ ბომბებით, ტანკებითა და რაკეტებით, რუსი დიქტატორი ოდესმე დაიმორჩილებს და დათრგუნავს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობებს, მათ რწმენას, რომ მათი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი. მე ბრიტანელ ხალხს ვეუბნები, რომ პუტინის საფრთხეების არ გვეშინია. იმათ ვგულისხმობ, ვინც უკრაინის გვერდზე დგას.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო. მხარს ვუჭერთ ჩვენს მოკავშირეებს მსოფლიო მასშტაბით, ვიმუშავებთ მათთან, რათა უკრაინის დამოუკიდებლობა აღდგეს. ეს თავზეხელაღებული აგრესიული ქმედება გახლავთ შეტევა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ წამოწყებული შეტევა აღმოსავლეთ ევროპაში და მსოფლიო მასშტაბით. ეს  კრიზისი ეხება თავისუფალ, სუვერენულ ევროპელ ხალხს”, – თქვა ჯონსონმა.

სანქციებსა და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებებზე ყველაფერს წაიკითხავთ აქ:

მაკრონი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე

სტოლტერბერგი: ნატომ გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება – ეს არის ჩვენი თავდაცვა

ბორელი: ყველაზე მკაცრ და მძიმე სანქციებს მივიღებთ, რომელიც აქამდე მიღებულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g