რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან.
„საჭმელი არ ჰქონდათ, შეიარაღებულები არიან ძველი ტყვიამფრქვევებით და ტექნიკით“ – რუსი სამხედროს ცოლი BBC-სთან ჰყვება, როგორ მიატოვეს მობილიზებულები ლუგანსკის ტყეში, ფრონტის წინა ხაზზე
„მათ უთხრეს, რომ ჯერ ისწავლიდნენ, შემდეგ კი გაამაგრებდნენ თავდაცვის მეორე ან მესამე ხაზს, მაგრამ სინამდვილეში ისინი მაშინვე აღმოჩნდნენ წინა პლანზე...“
შოიგუს თქმით, უკრაინაში გაგზავნილთაგან ნახევარი – 41 000 საბრძოლო მოქმედებებში უკვე მონაწილეობს.
„მოქალაქეთა შეტყობინება დასრულდა. ჩვენს მიერ დასახული 300 ათასი კაცის ამოცანა შესრულებულია. არანაირი დამატებითი ამოცანები არ იგეგმება.“– განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანა რუსეთის ათასობით მოქალაქემ დატოვა, ბევრი კი სამხედრო გაწვევას უკვე შეეწირა.
ამავე თემაზე:
რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება კანონით დაუშვა