ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან და გვირგვინასთან პატრულირება დაიწყეს.
როგორც სააგენტო “რეს”-ი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება , პატრულირება დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, უსაფრთხოებისა და სასაზღვრო რეჟიმის დასაცავად მიმდინარეობს.
დე ფაქტო კომიტეტი აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცავები აღნიშნულ სოფლებთან ბლოკპოსტის აღჭურვის სამუშაოებს აწარმოებენ და ქართული მხარე ამგვარად პროვოკაციებს აწყობს. ანატალო ბიბილოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთს აქვს შესაძლებლობა ყველა პროვიოკაციას წინ აღუდგეს.
“ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს არც ქართულ მხარეს და მითუმეტეს არც ჩვენს მოქალქეებს , ჩვენს საზღვრის დარღვევას ვერავინ შეძლებს. უსაფრთხოების მიზნით, ჩვენს პოსტებს განვათავსებთ სადაც საჭირო იქნება. როგორ პროვოკაციაზეც არ უნდა წავიდეს საქართველო, ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ იქნება – აცხადებს ბიბილოვი
დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დეტალებს აზუსტებენ.