თბილისში ციციშვილის სახელობის კლინიკაში 31 დეკემბერს კორონავირუსით ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, ბავშვი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვი, რომელიც გალიდან იყო, თბილისში ახლობელთან ცხოვრობდნენ.
მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის კლინიკაში 50-მდე პაციენტია.
მათგან 10 რეანიმაციაში, ერთი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კიდევ ერთი ბავშვი, რომელსაც თანმხლები დაავადებები აქვს, მძიმე მდგომარეობაშია.