LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო პურების რეიტინგი შეიდგინა – მათ შორის ქართულიცაა

441
IMG-0825

„პური, ძირითადად არის ის – რასაც შენი კულტურა ამბობს“ – პურის ისტორიკოსის უილიამ რუბელის ამ სიტყვებს იშველიებს CNN Travel-ი, რომელიც პურის მნიშვნელობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იქვე მსოფლიოს საუკეთესო პურეულის 50-ეულსაც ადგენს.

აღსანიშნავია, რომ CNN Travel-ის უნიკალური პურების რეიტინგში ქართული პურეულიც მოხვდა, უფრო კონკრეტულად კი აჭარული ხაჭაპური.

CNN Travel პურის საუკეთესო სახეობების დასახელებამდე, ყურადღებას პურის როგორც საკვები პორდუქტის სიძველეზე ამახვილებს და ამბობს, რომ ის კაცობრიობის ისტორიაში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ 10 ათასი წლის წინ გამოჩნდა. პური ადამიანის უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტია, რომელსაც იღებენ ცომის გამოცხობით. ცომს ამზადებენ ხორბლისა და ჭვავის, იშვიათად სიმინდისა და ქერის) ფქვილისაგან, რომელსაც ზელავენ მარილწყალში, ზოგჯერ უმატებენ შაქარს, ცხიმს, რძესა და სხვა.

ხაჭაპურის გზა იუნესკოსკენ - ქართულ კერძს აქვს შანსი, საერთაშორისო პროდუქტი გახდეს

ხაჭაპური, როგორც საოცრად ჯანსაღი პროდუქტი და სარიტუალო კერძი - კვლევის სენსაციური შედეგები

რაც შეეხება CNN Travel-ის სტატიის ჩვენთვის მნიშვნელოვან ნაწილს, სადაც აჭარულ ხაჭაპურზეა საუბარი, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს წამყვანი კერძია, ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას სწორედ „ხაჭაპურის ინდექსით“ ზომავენ.

„ახალი იმერული ყველითა და სულგუნით სავსე ხაჭაპური საქართველოში ყველაზე საყვარელი საჭმელია. ნავის ფორმის ცომში მოთავსებულია ყველი და კვერცხი. ხაჭაპურის ექსპერტებმა იციან, რომ ჯერ ნავს ბოლოები უნდა მოატეხონ, შიგნით ამოავლონ და მიირთვან“, – იუწყება CNN Travel.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 50 უნიკალურ პურის სახეობებს შორის, აჭარულ ხაჭაპურთან ერთად: იტალიური ჩაბატა, იაპონური კარე-პანი, მექსიკური ტორტილა, ფრანგული ბაგეტი, სომხური ლავაში, თურქული სიმითი, ავღანური ბოლანი, ბანგლადეშური ლუჩი, ჩილური მარაკუეტა, ჩინური შაობინგი, კუბური პან კუბანო და სხვა პურები მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები