თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ნუგზარ უბერი იუბილარია, ის 74 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ნუგზარ უბერის საქმიანობის შესახებ სათქმელი და მოსაყოლი მართლაც ბევრია, თუმცა, მასზე მთავარ სათქმელს მადლიერი პაციენტები და მათი მშობლები ამბობენ. ნუგზარ უბერი მედია სივრცეშიც ერთ-ერთი საუკეთესო რესპოდენტია და ყველა გადაცემა მისი მონაწილეობით, ძალიან საინტერესოა. დღეს ბევრი წარმატებეული ქართველი ექიმი ამბობს, რომ სწორედ ნუგზარ უბერი გახდა მათი მთავარი მასწავლებელი.

ნუგზარ უბერი უბერების ცნობილი გვარის წარმომადგენელია. ის გამოჩენილი ქართველი ექიმის, პეტრე უბერის შვილია. რადიო „ფორტუნა“ უერთდება მილოცვებს და ბატონ ნუგზარს დიდხანს სიცოცხლესა და ბედნიერებას უსურვებს.

მსგავსი თემები