29 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.
ასე ერქმევა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი იქნება.
არ მგონია, რომ ოქტომბრის პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე ჩვენს “ბეჭებზე დაცემას” შეძლებს: თეა წულუკიანი