LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა მეტად გავიჭირვოთ…რაც უფრო მკაცრად დავიცავთ რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით: ცერცვაძე

146
BeFunky-collage (3)

ჩემმა ოპონენტებმა რაც არ უნდა თქვან, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ პროტოკოლებისა და პაციენტთა მოძრაობის კასკადის ასეთი გამართული და ოპტიმალური სისტემა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველაფერი იდეალურად არა, მაგრამ იმაზე უკეთ სრულდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება. ალბათ, მატებაც იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზი ისევ იგივე რჩება, რომ ეს მატება დრამატული არ იქნება. იქნება რამდენიმე ათეული და არა რამდენიმე ასეული, ან ათასეული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, თენგიზ ცერვაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ სიტუაციაში სწორი იქნება, საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით, მაგალითად, ორი კვირით გახანგრძლივდეს.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კიდევ ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ; ის საგანგებო მდგომარეობა მით უფრო ჩქარა მოიხსნება და ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო ჩქარა გაიხსნება და გაცოცხლდება. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ,ვისეირნოთ გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები