LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასახელეს ევროპის ქვეყნები, სადაც კარგი ცხოვრებაა

103
talking-about-living-in-germany-hp

გერმანია და ავსტრია საცხოვრებლად საუკეთესო ადგილებია. Bloomberg-მა ფინანსურად ყველაზე გამართული ქვეყნების სია შეადგინა. ექსპერტებმა ისეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, როგორიცაა – მოსახლეობის ვალები, კრედიტები, გადასახადების გადახდის უნარი, დანაზოგი და ზოგადი ფინანსური შესაძლებლობა.

აღმოჩნდა, რომ გერმანია გადახდისუნარიანობით უპირობო ლიდერია.
უნგრელებს, ჩეხებსა და ესტონელებს ყველაზე ნაკლები ვალები და კრედიტები აქვთ.
შვედებსა და შვეიცარიელებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ ყოველთვიურად ფულის გადანახვა.

კვლევის შედეგად ისიც დადგინდა, რომ ევროპელთა 45% გადასახადების ზრდითაა შეწუხებული, ეს მაშინ, როცა მათი შემოსავალი არც თუ ისე შესამჩნევად მატულობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები