LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაქცინების შესანახად, სპეციალური მაცივრები და ცივი ყუთები გადაეცა

43
288565775_406730708141926_2027418392614247483_n

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ვაქცინების შესანახად, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა.

აღჭურვილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში გადანაწილდება.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური მაცივრები აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით.

“სპეციალური მაცივრები გაერო-ს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის მიზანი „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.

ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა NCDC-ს მიერ შერჩეულ იმ სოფლის კლინიკებს გადაეცემა, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. ამასთან, სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში მოეწყობა სპეციალური ცივი ოთახი“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები