LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაავალე მიშას“: „ნაციონალური მოძრაობა” დავალებებს ელის

145
119170284-3611515818878773-8645378851747604642-o

“ნაციონალური მოძრაობა” ახალ კამპანიას – “დაავალე მიშას” იწყებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უდუმაშვილმა განმარტა, რომ ხალხში მოგროვილი „დავალებები“ ყველა გადაეცემა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მოგვიანებით მას გაეცნობა და აგვიხსნის, დავალებული პრობლემა როგორ გადაწყდება მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

“ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია თქვენ რა მოლოდინი გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ამიტომ ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ქალაქს, რაიონს და შეგვხდებიან და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ეს დავალელებები ყველა გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და გეგმას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობაშია დაგროვილი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ცნობისთვის, გასულ კვირას „ნაციონალურმა მოძრაობამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. მანამდე კი ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აანალიზებს ჩადენილი შეცდომების სიმძიმეს და ქართულ საზოგადოებას სთხოვა, შეცდომების გამოსწორების შანსი მიეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები