LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება… სამი კვირა ან ერთ თვემდე დასჭირდება: შალვა პაპუაშვილი

83
შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება. მისივე განმარტებით, კანონპროექტის მიღებას დაახლოებით სამი კვირა ან ერთ თვემდე დრო დასჭირდება.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დაჩქარებული წესით მხოლოდ ცვლილებების მიღება ხდება, თუმცა ისინი შეძლებისდაგვარად შეეცდებიან, ამნისტიის კანონი შემჭიდროვებულ ვადებში მიიღონ.

შეთანხმების ხელმოწერისთანავე ხელმომწერი დეპუტატები შედიან პარლამენტში და აქტიურად ერთვებიან მუშაობაში. ეს ნათელია და ამაზე ყველა შევთანხმდით. ამიტომ დღეიდან, ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება ამ პროექტის ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას.

, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა, შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად შევიმუშავებთ კანონპროექტს, იქნება სამუშაო შეხვედრა თუ „იმეილებით“ გაცვლა, მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის, პოლიციელებს, რომელთაც უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.

“შეთანხმება ძალინ კარგია ოღონდ ჩვენი თვალების ხარჯზე არა, ასე მარტივად დაითმობა 20 ივნისი?” – მაკო გომური

ნუ ვართ მიდრეკილები, ძლივს მინელებულ ხანძარზე ნავთი ვასხათ, ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს: ელისაშვილი ამნისტიის კანონზე

magti 5g