დაჭრილი მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის ოპერცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო საკანდელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან ცუდ ფაქტზე ვართ შეკრებილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა შეხვედრა მაინც კარგი ინფორმაციით დავიწყო. ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება“,-განაცხადა საკანდელიძემ.
ცნობისთვის, რაგბის კავშირში დღეს სროლა იყო. დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი.
არსებული ინფორმაციით, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.
სროლა რაგბის კავშირში: დაჭრილია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.