LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიბრუნეთ ეზო: კახი კალაძეს ვარკეთილში აქცია მოუწყვეს

539
kaladze-aqcia-2

თბილისის მერი კახი კალაძე ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებას დაესწრო. ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა კი აქცია მოაწყო და „ანას ბაღში“ დაწყებული კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილობრივების მოთხოვნით, უკანონო მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს. ისინი მერიის მიერ გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები ადგილზე ტრანსფარენტებით მივიდნენ „დაგვიბრუნეთ ეზო“.

კახა კალაძის წინაშე მდგარ პრობლემად გამოკითხულები უკანონო მშენებლობებს ასახელებენ - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რომელია ის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა მიაქციოს ყურადღება. გამოკითხულთა მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალში ლიდერობს: უკანონო მშენებლობა – 34%, ინფრასტრუქტურა – 26%, სამუშაო ადგილები – 23%, ეკოლოგია – 23%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 21%. კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. […]

მოსახლეობამ კალაძეს მშენებლობაზე მისვლა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება სთხოვა. ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა კი, აქციის მონაწილეები მერიაში დაიბარეს.

magti 5g