LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიღუპა 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი – სროლა დაწყებით სკოლაში ტეხასის შტატში

226
dmz

ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელია. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

სკოლას 18 წლის შეიარაღებული პირი დაესხა თავს. გუბერნატორ გრეგ ებოტის ინფორმაციით, 18 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც ასევე გარდაცვლილია, უვალდეს საშუალო სკოლის მოსწავლე იყო.

“ის თვითონ არის გარდაცვლილი და ვარაუდობენ, რომ ოფიცრებმა მოკლეს”, – დასძინა მან.

გუბერნატორის თქმით, ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, სკოლის შენობაში შესვლამდე ესროლა ბებიას, მაგრამ მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები არ უთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 13 მოსწავლე. მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები