LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 5076, გარდაიცვალა 44 – განახლებული კოვიდსტატისტიკა

63
კორონავირუსი-4

საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44, ხოლო 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 62 994 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 993 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.77%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 309, შიდა ქართლი – 387, გურია – 144, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 435, კახეთი – 720, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 38 300 საიდანაც:

5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 717, აჭარაში – 475, იმერეთში – 1 275.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 180 პირი, მათ შორის, თბილისში – 389, აჭარაში – 74, იმერეთში – 416. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი, მათგან თბილისში – 131, აჭარაში – 15, იმერეთში – 24.

922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 – თბილისში, 241 – აჭარაში.

32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 59 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 59, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 15 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 257 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 386 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები