LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 6 024, გარდაიცვალა კიდევ 49 – განახლებული კოვიდსტატისტიკა

68
კორონა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.46%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა,

აჭარა – 229, იმერეთი – 1 148,

ქვემო ქართლი – 417,

შიდა ქართლი – 508,

გურია – 183,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401,

კახეთი – 553,

მცხეთა-მთიანეთი – 124,

სამცხე-ჯავახეთი – 163,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114 საიდანაც: 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 490, აჭარაში – 529, იმერეთში – 1 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 588 პირი, მათ შორის, თბილისში – 600, აჭარაში – 109, იმერეთში – 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 40, იმერეთში – 33. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 – თბილისში, 206 – აჭარაში. 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 2 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g