LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუს ტურისტებს უკრაინული სიმღერები ასმენინა და გომბორზე დატოვა, გაამართლეს

390
RUSI TURISTEBI

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც-მსაჯულებმა ერთხმად, 12 ხმით მიიღეს გადაწყვეტილება და უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი, ამირან ბოკუჩავა.

მას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

საქმის დეტალებზე სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე წერს.

მართლა ეგზოტიკური ქვეყანა ვართ სასწაული ისტორიებით და ეს უნდა იცოდეთ!

„დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა 12-0, ის წინააღმდეგ, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ სცნო ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოკლედ, ისტორია ასეთია: ტაქსის მძღოლს მანქანაში ორი პუტუნისტი, რუსი ჩაუჯდა თბილისის აეროპორტში. მძღოლიც ადგა და უკრაინული სიმღერები ჩაურთო. შეკამათდნენ. მძღოლმა ისეთ ადგილზე მიგიყვანთ იქიდან უფრო მარტივად მიხვალთ ფეხით სასტუმრომდეო. სასტუმრო თბილისშია. წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო.

პუტინისტები გაბრაზდნენ და უჩივლეს ტაქსის მძღოლს, ოღონდ ტაქსის კომპანიაში კი არა, პროკურატურაში, გაგვიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეგვიზღუდა, თან ეთნიკური ნიშნითო.

7-10 წლამდე ციხეს უმზადებდნენ ამ უსაყვარლეს და კარგი იუმორის მქონე ტაქსის მძღოლს, ამირან ბოკუჩავას.
მოკლედ, მთავარია გამართლდა სრულად და მადლობა უკარგეს მოქალაქეს და ადვოკატს ირაკლი ჩომახაშვილს.
საზეპირო ისტორიაა.

ფოტოზე: ადვოკატები ირაკლი ჩომახაშვილი, თეონა გვაზავა და ქოცური პროკურატურის აზრით ,,სასტიკი დამნაშავე”, სინამდვილეში კი, კარგი იუმორის მქონე და პატრიოტი ბიჭი ამირან ბოკუჩავა“. – წერს ირაკლი კუპრავა სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g