LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ჩიტალაძე: „ვმალავდი, რომ დამოუკიდებლად ადგომა-დაჯდომა და სიარული არ შემეძლო…“

496
dalichitaladze91

დალი ჩიტალაძემ ახლახან გერმანიაში ხერხემლის ოპერაცია გაიკეთა. საქართველოში არასწორად გაკეთებული ოპერაციის გამო მას ხელმეორედ მოუხდა ქირურგის დანის ქვეშ დაწოლა მას შემდეგ, რაც ოპერაციიდან ექვს თვეში დაკოჭლდა…

დალი ჩიტალაძე:

ჩემი თიაქრის ზომა იყო 7მმ. გერმანიაში კი მითხრეს, რომ როდესაც თიაქარი 15მმ-ის ზემოთ არის, მაშინაა რეკომენდებული ოპერაცია. ფიზიოლოგიური პროცედურების შედეგად ეს შეიძლებოდა ოპერაციის გარეშე მოგვარებულიყო, ახლა ამ პრობლემაზე ყველაფერი დაწვრილებით ვიცი, ექიმებივით ყველა დეტალი მაქვს შესწავლილი. არ მესმის, ქირურგმა ოპერაცია როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ პაციენტს არ აუხსნა, რა შეიძლება განვითარდეს მომავალში.

უცებ აღმოვჩნდი ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩემთვის დამოუკიდებლად ადგომა-დაჯდომა-სიარული რთული იყო. კიდევ კარგი, პანდემია დაემთხვა და ჩაკეტილ ცხოვრებაზე გადავედით. წინააღმდეგ შემთხვევაში სტრესი გაცილებით რთული იქნებოდა.

მთელი ეს პერიოდი გადაცემებში დავდიოდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ნაკლი დამეფარა…. როგორც კი გერმანელ ექიმებს დავუკავშირდი და გადავუგზავნე ჩემი მონაცემები, მითხრეს, რომ ერთი ოპერაციით მოგვარდებოდა პრობლემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g