LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალუქულია: პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა (ფოტო, ვიდეო)

456
77218554-444129039811444-7244654992697589760-n

პარლამენტთან ოპოზიციისა და აქტივისტების აქცია დასრულებულია. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მხოლოდ აქტივისტების ნაწილი რჩება. პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მათ მიერ განლაგებული რკინის ჯებირები უკვე აიღო.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი სესიაზე მისული დეპუტატების შენობაში არშეშვება იყო. აქციის მონაწილეებს ადგილზე რკინის ჯებირები და მობილიზებული პოლიცია დახვდათ.
სამართალდამცველებმა პარლამენტის შესასვლელებთან ბარიკადები აღმართეს და შეკრებილებს შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა საკუთარი პროტესტი სხვადასხვა აქცია-პერფორმანსით გამოხატეს.

პარლამენტის წინ ივანიშვილის გამოსახულებით 41 დოლარიანები გამოფინეს (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ საკანონდებლო ორგანოს ერთ-ერთ შესასვლელთან ქაღალდის თვითმფრინავები მიიტანა, წარწერით „მონა“ და „სირცხვილია“. შეკრებილებმა თვითმფრინავები პარლამენტის მიმართულებით “გააფრინეს”.

 

აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეებს რკინის ბარიკადებზე წარწერების დაწერა სურდათ, თუმცა სამართალდაცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მათი განმარტებით, ეს ქმედება კანონით იკრძალება.

აქტივისტებმა რკინის კონსტრუქციებზე მხოლოდ სტიკერების გაკვრა მოახერხეს:

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მათ სამომავლო გეგმებს საზოგადოებას  დღის განმავლობაში გააცნობენ. მათი თქმით, პარლამენტის სასესიო კვირაში მასშტაბური აქცია დაიგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები