LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წინ ივანიშვილის გამოსახულებით 41 დოლარიანები გამოფინეს (ვიდეო)

143
78417459-629291330942343-4126891584891387904-n (1)

პარლამენტის შენობის წინ, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული და რკინის ბარიკადებია აღმართული, ოპოზიციის წევრებმა ივანიშვილის გამოსახულებით 41 დოლარიანები გამოფინეს.

პარტიების ლიდერებმა მედიასთან შექმნილ სიტუაციაზე კომენტარიც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მძიმე რეალობაა.

“გვითხრეს, საბუთი გვაჩვენოთო, მე ვუთხარი , ჩოლოქია-მეთქი ?  ისე ვაჟა სირაძეს ვაღიარებ რა , წარმოდგენა არ აქვს სად არის, ცაში დაფრინავს”, – აცხადებს ნიკა მელია. 

მისი თქმით, ამ ყველაფერს ერთი დადებითი მხარე აქვს, რომ ყველა ხედავს, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე.

მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. მე მაქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება და შესაძლებლობა, რასაც გადავწყვეტთ დეპუტატები, იმას ვიზამთ. ხალხს აქვს კონსტიტუციური უფლება, არამხოლოდ მოვიდნენ პარლამენტთან, არამედ შევიდნენ და გაესაუბრონ “ქართული ოცნების” დეპუტატებს”, – აღნიშნა მელიამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ კი პოლიციელებს ხუმრობით მიმართა, რო გირჩით გათბობა მაინც თუ შეეძლოთ თუ იმასაც ჩამოართმევდნენ.

გათბობა თუ დაგვჭირდა, ვთხოვოთ “გირჩს”,  მოიტანონ გირჩებით. გირჩი არის ცივი იარაღი ? შეიძლება მოვიტანოთ და გავთბეთ ? “, – მიმართა უგულავამ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მდგომ პოლიციელებს. 

ოპოზიციის წევრევმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოში მისული “ოცნების” დეპუტატები შეძახილებით გააცილეს და ყველას მონები უწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები