LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამწვარი აქვს ორივე ქვემო კიდური, ასევე მუცლისა და წელის მიდამო“ – გელათის ტაძრის წინამძღვარი ქუთაისის კლინიკიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

259
Untitled design

გელათის მამათა მონასტერში, კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

„გამოსულია შოკური მდგომარეობიდან“ – საპატრიარქო ხანძრის დროს დაშავებულ არქიმანდრიტზე

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, პაციენტს, ძირითადად, დამწვარი აქვს ქვედა კიდურები და მუცლისა და წელის მიდამო:

„პაციენტი შემოვიდა 50% დამწვრობით, დამწვარი აქვს ორივე ქვემო კიდური. ქუთაისიდან კატასტროფის ბრიგადით არის გადმოყვანილი. ძირითადად, დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცლისა და წელის მიდამო. 50%-დან დაახლოებით, 30% მესამე ხარისხის არის. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, 15 იანვარს გელათის მონასტერში, კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მონასტრის წინამძღვარმა იოსებ ბურჯანაძემ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ხანძრის შედეგად კელიის ნაწილი დაიწვა.

რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი კელიაში – მიტროპოლიტი იოანე გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის დეტალებზე საუბრობს

magti 5g