LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეანიმაციულ განყოფილებაშია, არის მძიმე“ – გელათის მონასტერში, კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაომ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო

234
Untitled design (1)

გელათის მონასტერში, კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაომ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასულიერო პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პაციენტი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება:

„პაციენტი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გუშინ, გვიან ღამით გადმოიყვანეს. მამაო რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს და არის მძიმე, სიმძიმე განპირობებულია ასაკით, დამწვრობის ფართობით და დამწვრობის სიღრმით. პაციენტი დაახლოებით 60 წლის არის“, – განუცხადა „ფორტუნას“ ქუთაისის დამწვრობის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა გიორგი აბესაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები