LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანიური სახლი“ ფილიალებს ხურავს

325
30706036-1571990239566221-6194217785799737344-o

„დანიური სახლი“ ფილიალებს ხურავს – ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ facebook-გვერდზე ქვეყნდება. „იჩქარეთ! გლდანის და ქავთარაძის “სითი მოლის” ფილიალები იხურება!“ – წერია კომპანიის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, 22 თებერვლიდან კომპანიამ ორი, ვარკეთილისა და თბილისი ცენტრალის ფილიალი უკვე დახურა. დაიხურა „დანიური სახლის” ზუგდიდის ფილიალიც.

აღსანიშნავია, რომ გლდანისა და ქავთარაძის ფილიალების დახურვის შემდე, დედაქალაქში „დანიური სახლის“ მომხმარებელი პროდუქციის შეძენას მხოლოდ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ფილიალში შეძლებს.

შეგახსენებთ, „დანიური სახლი“ 1999 წელს დაარსდა და უკვე ორი ათწლეულია, რაც ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს. „დანიური სახლის“ პროდუქცია მოიცავს: ტექსტილის, საოფისე ავეჯისა თუ საძინებლების, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები