LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს

106
123123

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მთავრობის სხდომის პარალელურად საპროტესტი აქცია მიმდინარეობს. დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარს ბოქლომი დაედოთ, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევდა.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან რამდენჯერმე გაიყვანეს, თუმცა როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოახდენენ ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას და საბოლოოდ ადმნისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს.

პროკურატურას ბოქლომი სიმბოლურად მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაადო

ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო უწყებების "დაბოქლომება" გრძელდება.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, მათი გეგმა “ქართული ოცნებისთვის “პოლიტიკური ჯოჯოხეთის” შექმნაა.

შეგახსენებთ, აქტივისტების მიერ სახელწიფო უწყებისთვის ბოქლომის დადების პირველი შემთხვევა არ არის .

გუშინ, 20 ნოემბერს მათ იგივე პერფომასი პროკურატურასთან და სუს-თან გამართეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები