LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების ახალი შესაძლებლობა საქართველოში – რეგიონებში სამუშაო ძალის საჭიროება ჩნდება

116
მიწა-სოფლის-მეურნეობა-აგრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ რეგიონებში დასაქმების კუთხით, ახალი შესაძლებლობები ჩნდება. „მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით, – აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სოფლის მეურნეობის დარგში სამუშაო ძალის საჭიროება ჩნდება, რაც დასაქმების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას ახდენს, განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც სეზონური დასაქმების საშუალებებია. ვხედავთ, რომ ძალიან ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა ხილის კულტურების დაბინავება, ატმის კულტურას ეხებოდა ეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 2 000-მდე ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოსავლის აღების და დაბინავების ძალიან ინტენსიური სეზონი გვექნება კახეთში, რაც უკავშირდება რთველს. ამის შემდეგ სამუშაო ძალის საჭიროება შიდა ქართლში გვექნება. ჩვენი მოლოდინით მოსავლის წარმატებით დაბინავება გვექნება, იგივე, თხილის კულტურაში და მეზობელ ქვეყნებში სეზონური დასაქმება, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარული იყო, შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით“ – განმარტა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები